შავი ჭირის ბაცილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფლუორესცენტული საღებავით შეღებილი Yersinia pestis, ×2000

შავი ჭირის ბაცილა (ლათ. Yersinia pestis, ძველად Pasteurella pestis) — გრამუარყოფითი ბაქტერია ენტერობაქტერიების ოჯახიდან[1]. ბუბონური შავი ჭირის ინფექციური აგენტია, აგრეთვე შეუძლია პნევმონიისა (შავი ჭირის მსუბუქი ფორმა) და სეპტიკური შავი ჭირის გამოწვევა. სამივე ფორმა პასუხისმგებელია მაღალ სიკვდილიანობაზე ეპიდემიებში, რომლებიც ცნობილია კაცობრიობის ისტორიაში, მაგალითად, როგორებიცაა მესამე პანდემია და „შავი სიკვდილი“. ამ უკანასკნელის ანგარიშზე 1347—1353 წლებში ევროპის მოსახლეობის მესამედის სიკვდილია.

პათოგენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Y. pestis ერთ-ერთი ყველაზე პათოგენური და აგრესიული ბაქტერიაა. იგი თრგუნავს მასპინძლის ფაგოციტური სისტემის დამცავ ფუნქციას — იჭრება ფაგოციტებში და შეუფერხებლად მრავლდება მათში. შავი ჭირის მიმართ მგრძნობელობა ძირითადად განპირობეულია ფაგოციტების დამცველობითი ფუნქციის დაქვეითებით. Y. pestis-ის მაღალი ინვაზიურობა, აგრესიულობა, ტოქსიგენობა, ტოქსიკურობა, ალერგენურობა და ფაგოციტების ფუნქციის დათრგუნვის უნარი უზრუნველყოფილია ფათოგენობის ფაქტორების მთელი არსენალით, მათ შორის:

  • V და W ანტიგენების სინთეზის უნარი;[2]
  • კაფსულის სინთეზის უნარი (თრგუნავს მაკროფაგების მოქმედებას);
  • კაფსულის ლიპოპოლისაქარიდი (ტოქსიკური და ალერგენული მოქმედება) — YopA, YopD, YopE, YopH, YopK, YopM, YopN) თრგუნავენ ფაგოციტების მოქმედებას;[3]
  • ადჰეზიური პილების სინთეზის უნარი და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Козлов М. П., Чума (природная очаговость, эпизоотология, эпидемические проявления), М.: Медицина, 1979.
  • Коротяев А. И.; Бабичев С. А. Медицинская микробиология, имунология и вирусология გვ. 798-799

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Collins FM (1996). Pasteurella, Yersinia, and Francisella. In: Barron's Medical Microbiology (Barron S et al, eds.), 4th ed., Univ of Texas Medical Branch. (via NCBI Bookshelf). 
  2. http://medbiol.ru/medbiol/infect_har/00445a2f.htm
  3. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15847602