ყუბის სახანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყუბის სახანო 1806 წლისთვის

ყუბის სახანოფეოდალური სახელმწიფო ჩრდილო-აღმოსავლეთ აზერბაიჯანში. ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის II ნახევარში. 1758-1789 წლებში სახანოს მართავდა ფათალი-ხანი, რომელმაც გააერთიანა აზერბაიჯანის კასპიისპირა მიწები სამხრეთით ქ. არდებილამდე. 1787 წელს ფათალი-ხანმა კავშირი შეკრა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-სთან ირანის აგრესიის წინააღმდეგ. XVIII საუკუნის ბოლო მესამედში ყუბის სახანოს გამგებელმა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო. ფათალი-ხანის გარდაცვალების შემდეგ სახანო დაიშალა და 1806 წელს რუსეთს შეუერთდა, რაც განამტკიცა 1813 წლის გულისტანის საზავო ხელშეკრულებამ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]