ყელი (მთა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყელი (მრავალმნიშვნელოვანი).
ყელი
კოორდინატები: 42°31′12″ ჩ. გ. 44°20′24″ ა. გ. / 42.52000° ჩ. გ. 44.34000° ა. გ. / 42.52000; 44.34000
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მცხეთა-მთიანეთის მხარე
შიდა ქართლის მხარე
სიმაღლე 3628 
ქედი ხარულის ქედი
ყელი (მთა) — საქართველო
ყელი (მთა)
ყელი (მთა) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ყელი (მთა)

ყელივულკანური მთა აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ახალგორის მუნიციპალიტეტისა და შიდა ქართლის მხარის ჯავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთის აღმოსავლეთ ნაწილში, ყელის ვულკანური ზეგნის ცენტრალურ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3628 მ. წარმოადგენს ვულკანურ კონუსს. აქვს დაციტური ასაკის ვულკანური გუმბათი, რომლის შეფარდებითი სიმაღლეა 500 მ, ხოლო დიამეტრი 1500 მ. მთის სიახლოვეს არის დაციტური ლავის ნაკადები. აქტიური არ არის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Апродов В. А., Вулканы. Мысль, 1982.