ყაზახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ყაზახი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ყაზახი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ყაზახი
აზერ. Qazax
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რეგიონი განჯა-ყაზახი
რაიონი ყაზახი
კოორდინატები 41°05′36″ ჩ. გ. 45°21′58″ ა. გ. / 41.09333° ჩ. გ. 45.36611° ა. გ. / 41.09333; 45.36611
დაარსდა 1909
ფართობი 10 კმ²
ცენტრის სიმაღლე 381±1 მეტრი
მოსახლეობა 28 000 (2019)
სასაათო სარტყელი UTC+04:00
საფოსტო ინდექსი AZ 3500
ყაზახი — აზერბაიჯანი
ყაზახი

ყაზახი (აზერ. Qazax) — ქალაქი დასავლეთ აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აღსთაფაზე, ზღვის დონიდან 323 მეტრის სიმაღლეზე, აღსტაფის რკინიგზის სადგურიდან სამხრეთ-დასავლეთით, 9 კმ-ის სიშორეზე.

ქალაქის ფართობი შეადგენს 699 კმ². 2019 წლის 1 იანვრის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენს 28 000 კაცს.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი VIII საუკუნეში, არაბი მხედართმთავრის, მარვან იბნ მუჰამედის მიერ დაარსდა. არაბულ წყაროებში ქალაქი „ქესალ“-ის სახელითაა ნახსენები.[2]

1909 წელს, დასახლებას ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[3] 1918 წელს, გორის ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარიის ბაზაზე ქალაქში შეიქმნა ყაზახის სამასწავლებლო სემინარია, რომლის პირველი დირექტორი ფირიდუნ ბეი ქიოჩიარლი გახდა. 1930 წლიდან არის ყაზახის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.[4]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში არსებობს ხალიჩისა და ბამბის დამუშავების ქარხნები, ასევე კვების მრეწველობის ქარხანა, სოფლის მეურნეობის ტექნიკუმი, სამედიცინო სასწავლებელი და სახალხო თეატრი. საბჭოთა დროიდან ქალაქი ხალიჩების დამზადების ცენტრად ითვლებოდა.[3]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის მონაცემებით, ქალაქში ცხოვრობდა 21 000 ადამიანი, აქედან 10 200 მამაკაცი და 10 800 ქალი იყო.[5] 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქალაქის მოსახლეობამ 28 000 ადამიანი შეადგინა.[1]

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებულია ისეთი არქიტექტურული ძეგლები, როგორიცაა იუხარი ესქიფარა (V-VIII საუკუნე), შიაქიარგალას ტაძარი (XV საუკუნე), დაირავიგალა, დივან გალას კოშკი (VI-VII საუკუნე), ჯუმა მეჩეთი (XIX საუკუნე), მართლმადიდებლური ეკლესია (1897-1905), ჰაჯი მაჰმუდ ეფენდის მავზოლეუმი (XIX საუკუნე).[6]

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს დამჯილის და დაშსალაჰლის გამოქვაბულები, რომელიბიც მდებარეობს ავეის მთაზე.[7] ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, გამოქვაბულებში აღმოაჩინეს პალეოლიტის, ნეოლიტისა და შუა საუკუნეების დროინდელი ნაკეთები. შემდგომში აღნიშნული ტერიტორია გადაკეთდა სახელმწიფო ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალად.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტი დაარქივებული 2016-03-09 საიტზე Wayback Machine. : ქალაქი ყაზახი შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "Qazax şəhəri" defined multiple times with different content; $2
  2. „Газах - место, где соединяются горы и равнины“ (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-09-30.
  3. 3.0 3.1
  4. 4.0 4.1 Город Газах (Азербайджан). geogoroda.ru (2016-06-12). ციტირების თარიღი: 2018-09-30.
  5. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის 2013 წლის მონაცემები
  6. Город Газах. Культура.
  7. „Газах“. Города мира (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-30. ციტირების თარიღი: 2018-09-30.