ღარულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღარულა

ღარულა სოფ. ღარში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ონის მუნიციპალიტეტი (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე)
სათავე მაღრან-დვალეთის კავკასიონი
42°36′42″ ჩ. გ. 43°44′42″ ა. გ. / 42.611750° ჩ. გ. 43.745083° ა. გ. / 42.611750; 43.745083
სათავის სიმაღლე 3025 მ
შესართავი რიონი
42°35′57″ ჩ. გ. 43°27′12″ ა. გ. / 42.599306° ჩ. გ. 43.453361° ა. გ. / 42.599306; 43.453361
სიგრძე 26,8 კმ
აუზის ფართობი 117,5 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 3,59 მ³/წმ
ღარულა — საქართველო
ღარულა
ღარულა
ღარულა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ღარულა
ღარულა
— სათავე, — შესართავი

ღარულამდინარე საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 3025 მ სიმაღლეზე. მდინარე რიონს ერთვის მარცხნიდან სოფელ ღართან. სიგრძე 26,8 კმ, აუზის ფართობი 117,5 კვ.კმ. საშუალო წლიური ხარჯი 3,59 მ³/წმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარშია, წყალმცირობაზამთარში, წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები ზაფხულსა და შემოდგომაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]