ქოლგოსანნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქოლგოსანნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
ლათინური სახელი
Umbelliferae

ქოლგოსანნი (ლათ. Umbelliferae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახებია, იშვიათად — ბუჩქები და დაბალი ხეები. მორიგეობით განლაგებული დანაკვეთული ან, იშვიათად, მთლიანი ფოთლები აქვთ. ყუნწის ძირი ხალთად არის გადაქცეული. ყვავილები აქტინომორფულია, უფრო იშვიათად — ზიგმორფული, ორსქესიანი; შეკრებილია მარტივ ან რთულ ქოლგებად, ზოგჯერ — თავაკის მსგავს ყვავილებად. რთული ქოლგის ძირში ხშირად განვითარებულია რამდენიმე ფოთლისაგან შემდგარი საერთო საბურველი.

ნაყოფი ტყუპი თესლურაა. თითოეულ თესლურას ზურგზე 5 წიბო და მათ შორის ღარები აქვს. ღარები ამოვსებულია ეთეროვანი ზეთებითა და გუმფისით.

ოჯახში 280-ზე მეტი გვარის 3000-მდე სახეობაა; საქართველოში გვხვდება 73 გვარის 179 სახეობა. ამ ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენელი საკვებ ნივთიერებებს ძირხვენებში აგროვებს (სტაფილო). ქოლგოსანთა ზოგიერთი სახეობა მეტად შხამიანია (კონიო, ციკუტა და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]