ქირომანტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქირომანტია (ბერძ. χειρός — ხელი; μαντεία — მკითხაობა, წინასწარმეტყველება) — წინასწარმეტყველების ერთ–ერთი უძველესი სისტემა; ხელზე მკითხაობა. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და მიიჩნევა ფსევდომეცნიერებად, რადგან მომავლის განჭვრეტა არ ემყარება რაიმე მტკიცებულებას, რაც ქირომანტიის სანდოობას დაასაბუთებდა.