ქიმიური ტექნოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქიმიური ტექნოლოგიამეცნიერება ნედლეულისა და შუალედური პროდუქტების მასობრივი ქიმიური გადამუშავების პროცესების, მეთოდებისა და საშუალებების შესახებ. ქიმიური ტექნოლოგია თავისი არსებობის პირველ ეტაპზე (XVIII ს-ის ბოლოდან XX ს-ის 30-იან წლებამდე) მხოლოდ ცალკეული ქიმიური წარმოებების, მათი ძირითადი მოწყობილობების, მატერიალური და ენერგეტიკული ბალანსების აღწერით შემოიფარგლებოდა.

თანამედროვე ქიმიური ტექნოლოგიის ძირითადი ამოცანაა ერთიან ტექნოლოგიურ სისტემაში სხვადასხვა სახის ქიმიური გარდაქმნების შერწყმა ფიზიკურ-ქიმიურ და მექანიკურ პროცესებთან. ამავე მეცნიერებას მიეკუთვნება ნედლეულის, ნახევრად ფაბრიკატებისა და მზა პროდუქტის შენახვა, ტრანსპორტირება, საწარმოო პროცესების კონტროლი და ავტომატიზაცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]