ქვიშხეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ქვიშხეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ქვიშხეთი
კოორდინატები 41°58′10″ ჩ. გ. 43°30′05″ ა. გ. / 41.96944° ჩ. გ. 43.50139° ა. გ. / 41.96944; 43.50139
ცენტრის სიმაღლე 730
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1699[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,0 %
ჩინელები 2,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 5706
ქვიშხეთი — საქართველო
ქვიშხეთი
ქვიშხეთი — შიდა ქართლი
ქვიშხეთი
ქვიშხეთი — ხაშურის მუნიციპალიტეტი
ქვიშხეთი

ქვიშხეთისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთზე. ქვიშხეთის თემის ცენტრი (სოფლები: ბეღლეთი, ბულბულისციხე, მონასტერი, რუსაანთუბანი, სავანისუბანი, სათივე, სარმანიშვილისკარი, ტაშისკარი, ტეზერი, ყიფიანთუბანი). ზღვის დონიდან 730 მეტრი, ხაშურიდან 10 კმ. სოფელში დგას: აღდგომის ეკლესია, კოშკი, მთაწმინდის ეკლესია, ფერისცვალების ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია და წმინდა ელიას ეკლესია. სოფელში არის ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1699 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 2209 1026 1183
2014[1] 1699 814 885

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვიშხეთი ქართლის სააბაშიოს ცენტრია. აქ აბაშიძეები XVI საუკუნის 20-იანი წლებიდან მკვიდრდებიან, მაშინ, როდესაც არადეთის წყალს აქეთ მდებარე ტერიტორია (ალი, სურამი, ახალდაბა და სხვა) იმერეთის სამეფოს ხელში გადავიდა. აღნიშნული ტერიტორია 1527 წელს ლუარსაბ I-მა გადასცა იმერეთის მეფეს - ბაგრატ III-ს ქართლის სამეფო ტახტზე ასვლაში გაწეული დახმარებისათვის.

1711 წელს ქართლის მეფე იესემ უძეოდ გარდაცვლილი პაატა აბაშიძის მამული - ქართლის სააბაშიო ქვიშხეთითურთ უბოძა ვახუშტი აბაშიძეს.

ქვიშხეთმა და მისმა რეგიონმა დიდი აოხრებები განიცადა ქართლში ყიზილბაშობის პერიოდში 1735-1744 წლებში. განსაკუთრებით, მძიმე იყო 1742-1745 წლები, როცა ქართლში ყიზილბაშების წინააღმდეგ მიმდინარეობდა აჯანყება გივი ამილახორის ხელმძღვანელობით.

1744 წელს ქვიშხეთში აბაშიძის ქალზე იქორწინა ერეკლე მეფემ.

1748 წელს ლეკები „მიადგნენ აბაშიძის ქვიშხეთის ციხეს, აიღეს ისიც და წამოიღეს უთვალავი ტყვე ანუ საქონელი ურიცხვი“.

თეიმურაზ II-ის ზემო ქართლის მორიგე ლაშქრის 1756 წლის დავთრის მიხედვით, ქვიშხეთიდან სავალდებულოდ ითვლებოდა აბაშიძეების მიერ ლაშქარში გლეხების გაყვანა - ცხენოსანი თ(9), ქვეითი ვ(6). იქმნა ჯამი (ეი)(15).

XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან ქვიშხეთში მკვიდრდებიან სუმბათაშვილები. ქვიშხეთის მოსახლეობა მთლიანად ქართულია.

გაზაფხულზე თოვლის დნობითა და წვიმების შედაგად ადიდებულ მდინარე შოლას, რომელიც ქვიშხეთში ჩამოედინება, ქვიშა და ხეები ჩამოჰქონდაო, ასე ხსნის სახელწოდებას ხალხური ტრადიცია.[3]

ტოპონიმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიგიტაშვილების უბანი — უბანი სოფელში.
  • გოდაბრელიძის მიწა — სათესი სოფლის სამხრეთით.
  • დიდგულების წყარო — წყარო სოფელში.
  • თავკოკოლა — ადგილი სოფლის დასავლეთით (ადგილობრივები სამქვასაც უწოდებენ).
  • კოშკის უბანი — უბანი სოფელში.
  • ლეკის გზა — გზა სოფლის დასავლეთით, იგივე აბაშიძეების გზა.
  • მჭედლიშვილების უბანი — უბანი სოფელში.
  • მიხეილის წყარო — წყარო სოფელში.
  • ნახვეტრები — სახნავ-სათესი სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
  • საბუდარები — ადგილი სოფლის დასავლეთით.
  • ცუცქირიძეების წყარო — წყარო სოფელში.
  • ჭალის უბანი — უბანი სოფელში.
  • გომარლების უბანი — სოფლის შესასვლელი.
  • გიგიტაშვილების წყარო — წყარო სოფელში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]