ქეტოგნათები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქეტოგნათები

Spadella cephaloptera
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ქვესამეფო:  ევმეტაზოები
(რანგის გარეშე):  პირველადპირიანები
ტიპი:  ქეტოგნათები
ლათინური სახელი
Chaetognatha (Leuckart, 1854)

ქეტოგნათები, ჯაგარყბიანები (ლათ. Chaetognatha) — ზღვის უხერხემლოების ტიპი. მათი სხეულის სიგძე 5–9 სმ-ს აღწევს, წაგრძელებულია, გამჭვირვალე. აქვს გვერდების და კუდის ფარფლები. თავზე ნამგლისებრი ჯაგრები საკვების მისატაცებლად, მარტივი ნაწლავი. სისხლის და გამოყოფის სისტემები არ გააჩნია. ნერვული სისტემა შედგება ხახისზედა ტვინისა და მუცლის განგლიონისაგან, რომლებიც გრძელი, გასწვრივი ჭიმებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ჰერმაფროდიტები არიან, ბინადრობენ ზღვის პლანქტონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]