ქეი-ყუბად III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქეი-ყუბად III
علا الدين كيقباد بن فراموزس
რუმის სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1298
მმართ. დასასრული: 1302
წინამორბედი: მასუდ II
მემკვიდრე: მასუდ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 1283
გარდ. თარიღი: 1302
სრული სახელი: ʿAlāʾ ad-Dīn Kayqubād bin Farāmurz
რელიგია: სუნიზმი

ქეი-ყუბად III (თურქ. III. Alâeddin Keykubad; (არაბ. علا الدين كيقباد بن فراموزس)) — რუმის სულთანი 1298–1302 წლებში. მართავდა ქვეყნის დასავლთ ნაწილს. იგი იყო ქეი-ქავუს II-ის ძმისშვილი და თურქმანების დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. როგორც სულთანი იგი იყო მონღოლების ვასალი და რეალური ძალაუფლება არ ჰქონია.

პირველად სელჩუკთა ტახტზე პრეტენზია გამოაცხადა 1283 წელს, თურქმანმა ყარამანიდებმა იგი სცნეს სულთნად, თუმცა ქეი-ყუბადი დაამარცხა ვეზირმა ფახრ ალ-დინ-ალიმ და თავი შეაფარა კილიკიის სომეხთა სამეფოს[1]. 1298 წლამდე მის შესახებ არაფერია ცნობილი. ამ წელს იგი მასუდ II-ის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ გახდა რუმის სულთანი. იგი არაპოპულარული მმართველი იყო და 1302 წელს ილხანთა საყაენოში სტუმრობისას, მონღოლებმა ქეი-ყუბად III სიკვდილით დასაჯეს და კვლავ მასუდ II დააბრუნეს ტახტზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Claude Cahen, Pre-Ottoman Turkey: a general survey of the material and spiritual culture and history, trans. J. Jones-Williams, (New York: Taplinger, 1968) p. 294
წინამორბედი:
მასუდ II
რუმის სულთანი
1298–1302
შემდეგი:
მასუდ II