ფუტკრის შხამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფუტკრის შხამი, აპიტოქსინი (ლათ. apis — ფუტკარი და ბერძ. toxikon — შხამი) — უფერული სითხე, რომელსაც გამოყოფს შხამის ჯირკვლები. აქვს მჟავე რეაქცია, სპეციფიკური სუნი, მწარე გემო, შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ცილას, თავისუფალ ამინმჟავებს, ჰისტამინს, ჭიანჭველ-მჟავასა და სვა. ფუტკრის შხამი წყალში ხსნადია, ჰაერზე მაგრდება. დანესტვრის დროს ფუტკარი გამოყოფს 0,2—0,3 მგ შხამს. ადამიანისათვის მომაკვდინებელია 500—1000 დანესტვრა. ფუტკრის შხამის პრეპარატებს (ვენაპიოლინი, ტოქსაპინი, აპიზარტრონი, ვირაპინი და სხვა) ხსნარების, მალამოების სახით აგრეთვე ელექტროფორების, მიოზიტის, რადიკულიტის, ნევრალგიის, ჭინჭრის ციების, შაკიკის, ტროპიკული წყლულის, თრომბოფლებიტის და სხვა შემთხვევაში. ფუტკრის შხამი არ იხმარება ღვიძლის, თირკმლის, სისხლის, ინფექციურ, გულ-სისხლძარღვთა, ფსიქიკური დაავადებების, დიაბეტის დროს და ფუტკრის შხამიდმი ინდივიდუალური მომეტებული მგრძნობელობის შემთხვევებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]