ფოთისა და ხობის ეპარქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფოთისა და ხობის ეპარქია
ფოთის საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა : საქართველოს დროშა საქართველო
ეპარქიალური ცენტრი : ქალაქი ფოთი
მმართ. ეპისკოპოსის ტიტული : მიტროპოლიტი ფოთისა და ხობისა, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე
მმართ. ეპისკოპოსი : გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

ფოთისა და ხობის ეპარქია — მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, შავი ზღვის სანაპიროზე, ისტორიული კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე. იგი მოიცავს ქალაქებს: ფოთს და ხობს (ქ. სენაკი ახლა უკვე არ შედის ამ ეპარქიაში რადგან ახალი ეპრქიის შექმნის შემდეგ - სენაკი-ჩხოროწყუს ეპარქიაში შედის) და მათ მიმდებარე ტერიტორიას.

ეპარქიის საზღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოთისა და ხობის ეპარქიის ტერიტორია განვრცობილია მდინარე რიონისა და ხობისწყლის ქვემო დინების აუზებზე, რაც ძველი ქართული სამეფოს, ეგრისის დასავლეთ ნაწილს წარმოადგენს. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სენაკისა და ჩხოროწყუს, ჩრდილოეთიდან - ზუგდიდისა და ცაიშის, სამხრეთიდან - შემოქმედის ეპარქიები, დასავლეთის მხრიდან კი იგი შავ ზღვას ემიჯნება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხობის მონასტერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წელს სამეგრელოს რეგიონში განახლდა ჭყონდიდის ეპარქია. 1995 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიის საფუძველზე სამი სამღვდელმთავრო კათედრა ჩამოყალიბდა: საკუთრივ ჭყონდიდის, ზუგდიდისა და ცაიშის და ფოთის ეპარქიები. 1996 წლის 24 მარტიდან ახლად აღდგენილ ფოთის ეპარქიის მმართველად დადგენილ იქნა ეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

2002 წლის 17 ოქტომბრის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით ფოთის ეპარქიას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ფოთისა და სენაკის ეპარქია. 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებული წმიდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით, ფოთისა და სენაკის ეპარქიას გამოეყო სენაკის რაიონი, ხოლო ზუგდიდ-ცაიშისას კი ჩხოროწყუს რაიონი და შეიქმნა ახალი ეპარქია სახელწოდებით „სენაკისა და ჩხოროწყუს“ ეპარქია. ფოთისა და სენაკის ეპარქიას კვლავ შეეცვალა სახელი და ეწოდა "ფოთისა და ხობის" ეპარქია. შესაბამისად შევიდა ცვლილება მღვდელმთავრის ტიტულშიც და იგი მოიხსენიება უკვე ფოთისა და ხობის ეპისკოპოსად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]