ფლიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაინოზოური კარპატული ფლიში

ფლიში (გერმ. Flysch) — ზღვიური თხელშრეებრივი დანალექი ქანების სქელი წყება, რომელიც შედგება რიტმულად მონაცვლე დასტებისაგან — ციკლოსომებისაგან.

ციკლოსომა, რომლის სისქე ჩვეულებრივ იცვლება რამდენიმე სმ-იდან რამდენიმე დმ-მდე, წარმოადგენს (ქვევიდან ზევით) კონგლომერატების ან ქვიშაქვების, ალევრიტების, თიხებისა და მერგელების, ზოგჯერ კირქვების თანმიმდევრულ წყობას. ციკლოსომის ქვედა შრეებისათვის ჩვეულებრივ დამახასიათებელია ირიბი და ჩახვეული შრეობრიობა. ფლიში ილექება გეოსინკლინში კორდილიერების გადარეცხვის შედეგად.

ფლიში ცნობილია მრავალ გეოსინკლინურ სარტყელში (მაგ.: კარბონული ასაკისა ურალზე, ტრიასული — ყირიმში, იურულ-ცარცული — კავკასიასა და ალპებში, კაინოზოური კარპატებში).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 344.
  • Вассоевич Н. Б., Флиш и методика его изучения, Л. – М., 1948;
  • Хворова И. В., Флишевая и нижнемолассовая формация Южного Урала, М., 1961;
  • Вouma А. Н., Sedimentology of some flysch deposits, Arnst., 1962.