ფიროსმანი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფიროსმანი.
„ფიროსმანი“
ჟანრი დრამა ბიოგრაფია
დამდგმელი რეჟისორი გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორი გიორგი შენგელაია
ერლომ ახვლედიანი
როლებში ავთანდილ ვარაზი
ბორის წიფურია
კომპოზიტორი ვახტანგ კუხიანიძე, ნოდარ გაბუნია
ხმის ოპერატორი ოთარ გეგეჭკორი
ოპერატორი საშა რეხვიაშვილი, დუდარ მარგიევი
მონტაჟი მანანა ყარალაშვილი
მხატვარი ავთანდილ ვარაზი
ვასილ არაბიძე
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1969
ხანგრძლივობა 86 წთ.
ქვეყანა სსრკ
ენა ქართული

ფიროსმანი“ — ქართული მხატვრული ფილმი, რომელიც ასახავს თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ცხოვრებას.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ნიკალა მირზაანიდან ქალაქში მიემგზავრება და მატარებლის გამყოლად იწყებს მუშაობას. მუშაობისას მცირეოდენ ფულს დააგროვებს და მაღაზიას გახსნის. ნიკალა ღარიბ-ღატაკთა მიმართ ხელგაშლილია, ამიტომ იძულებული ხდება, მაღაზია დაკეტოს და დუქნების მოხატვით ირჩენს თავს. ერთ-ერთ დუქანში პროფესიონალი მხატვრები ნიკალას ნამუშევრებს ნახავენ და მოიხიბლებიან. ისინი ფიროსმანს მოძებნიან და მხატვართა შეკრებაზე მიიწვევენ. პროფესიონალები ნიკალას ხელოვნებას არ აღიარებენ და გაზეთში მის კარიკატურას გამოაქვეყნებენ. მარტოსული და ავადმყოფი ნიკალა სიღატაკეში, კიბის ქვეშ დაასრულებს სიცოცხლეს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრემია, 1973
  • გრან-პრი „ოქროს ჰიუგო“ ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1974
  • აზოლოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, 1974

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]