ფილიბერტო I სავოიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფილიბერტო I სავოიელი
სავოიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 30 მარტი, 1472
მმართ. დასასრული: 22 სექტემბერი, 1482
წინამორბედი: ამადეო IX
მემკვიდრე: კარლო I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 აგვისტო, 1465
გარდ. თარიღი: 22 სექტემბერი, 1482, (17 წლის)
მეუღლე: ბიანკა მარია სფორცა
დინასტია: სავოიელები
მამა: ამადეო IX, სავოიის ჰერცოგი
დედა: იოლანდ დე ვალუა
რელიგია: კათოლიციზმი

ფილიბერტო I სავოიელი (იტალ. Filiberto I di savoia), მეტსახელად მონადირე (იტალ. il Cacciatore; დ. 17 აგვისტო, 1465, შამბრი, საფრანგეთი — გ. 22 სექტემბერი, 1482, ლიონი, საფრანგეთი) — სავოიელთა დინასტიის წარმომადგენელი. სავოიის ჰერცოგი 1472-1482 წლებში. ამადეო IX-ისა და იოლანდ დე ვალუას უფროსი ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიბერტო სავოიელი დაიბადა 1465 წლის 17 აგვისტოს შამბრში, თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე. იგი იყო სავოიის ჰერცოგ ამადეო IX-ისა და მისი მეუღლის, იოლანდ დე ვალუას ვაჟი. დედის მხრიდან იგი საფრანგეთის მეფე შარლ VII-ისა და დედოფალ მარია ანჟუელის შვილიშვილი იყო, ხოლო მამის მხრიდან — კვიპროსის მეფე იანუსისა და დედოფალ შარლოტ დე ბურბონისა.

1472 წლის 30 მარტს მამამისი გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი 7 წლის ფილიბერტომ დაიკავა, რომელსაც რეგენტად დედამისი დაენიშნა.

1474 წლის იანვარში ფილიბერტო დააქორწინეს ბიანკა მარია სფორცაზე, რომელიც იყო მისი მამიდის, ბონა სავოიელისა და მისი ქმრის, ჰერცოგ გალეაცო მარია სფორცას უფროსი ქალიშვილი. მათი ქორწინება ხანმოკლე და უნაყოფო იყო.

1482 წლის 22 სექტემბერს ფილიბერტო მოულოდნელად გარდაიცვალა ლიონში, ტუბერკულოზით, 17 წლის ასაკში. მისი უშვილობის გამო ტახტი მისმა უმცროსმა ძმამ, კარლო I-მა დაიკავა. მალევე მისი ქვრივი საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ს გაჰყვა ცოლად, მაგრამ შვილები არც მასთან ჰყოლია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bernard Demotz: Philibert I., Hz. von Savoyen. In: Lexikon des Mittelalters. Bd. 6, 1993, Sp. 2055.
  • Arkstée et Merkus (Hrsg.): . 1776