ფიდიასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფიდიასი

ფიდიასი
დაბადების თარიღი ძვ. წ. 490
ათენი, საბერძნეთი
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. 430
ათენი, საბერძნეთი
ეროვნება ბერძენი
მოქალაქეობა საბერძნეთი
საქმიანობა მოქანდაკე,არქიტექტორი და მხატვარი
შვილ(ებ)ი ფიდიას უმცროსი
მშობლები მამა: ჩარმიდესი

ფიდიასი (ბერძ. Φειδίας, ძვ.წ. 490 –430) — ძველი ბერძენი მოქანდაკე და არქიტექტორი[1][2]. ის იყო მხედართმთავრის და „ათენური დემოკრატიის“ ფუძემდებლის პერიკლეს (ათენის მართველი ძვ.წ 449 წლიდან) მეგობარი, ამიტომ იგი ძვ. წ. 447 წლიდან პერიკლეს ინიციატივით აკროპოლისის ანსამბლიის ხელმძღვანელი გახდა. დღემდე უცნობია თუ ვინ იყო მისი მასწავლებელი, თუმცა მეცნიერთა აზრით სავარაუდოდ მისი მასწავლებელი უნდა ყოფილიყო პოლიგლონტე ან ჰეგია.

აკროპოლისის პართეონს (ტაძარს) მისი და მისი სკოლის წარმომადგენელი სკოლის ოსტატთა რელიეფები და ქანდაკებები ამშვენებდა. ფიდიასის ნამუშევრთა დიდი ნაწილი ჩვენამდე არ მოაღწეულა, მათზე ზოგად წარმოდგენას გვაძლევს რომაული ასლები. აკროპოლისში მან შექმნა ათენას (სიბრძნის ქალღმერთი) ქანდაკება, რომელიც პართენონის ტაძრის ნაოსში იდგა. რომაული ასლები გვამცნობს, რომ ის იყო 11 მეტრი სიმაღლის ხის გამოსახულება (სხვა წყაროს მიხედვით კი ის 7 მეტრი სიგრძის ქანდაკება იყო), ძვირფასი მასალებით დაფარული: საჭურველი და სამოსი ოქროთი, ხოლო სხეული სპილოს ძვლით. თვალები ძვირფასი თვლებისგან ჰქონდა გაკეთებული. ქალღმერთის ოქროს მუზარადზე გრიფონიები იყო, ფარის უკან კი ცისფერთვალა დახვეული გველი (როგორც სიბრძნის სიმბოლო). ათენას ფარის გარეთა და შიდა მხარეს ღმერთების და ტიტანების ბრძოლა იყო გამოსახული. ამ სცენებში ფიდიასმა პერიკლე და თავისი თავი გამოსახა[3], რისთვისაც ფიდიასი ღმერთების შეურაცხყოფისთვის დასაჯეს (მცირე ხნით საპყრობილეში ჰყავდათ გამოკეტილი). ქალაქის მფარველი ქალღმერთი ათენა ათენის ყველა კუთხიდან ჩანდა და აღფრთოვანებას იწვევდა.

ასევე ფიდეას ეკუთვნის „ათენა პრიმაქოსისის“ ქანდაკება,რომელიც შექმნილია დაახლოებით .ძვ.წ 460 წ, სპარსელებთან გამარჯვების აღსანიშნავად. ფიდიასსვე ეკუთვნის მსოფლიოს 7 საოცრებაში შესული ზევსის 13-მეტრიანი (ის იმ დროისთვის ყველა აგებულ ტაძარზე მაღალი იყო) ხის ქანდაკება ოლიმპიიდან, რომელზეც ფიდიასი თავის მოსწავლე (კოლოტოსთან) და მის ძმასთან (პენეტთან) ერთად მუშაობდა. ქანდაკების ზედაპირი მოპირკეთებული იყო ოქროთი და სპილოს ძვლით. ერთ-ერთი წყაროს ცნობით ფიდიასი დასაჯეს იმისთვის, რომ ვითომდა მან ზევსის ქანდაკებისთვის საჭირო ოქრო მოიპარა, ხოლო ისტორია მოწმობს, რომ მან თავისი ფულით იყიდა ის. ფიდიასის ნამუშევრებიდან შემორჩენილია პართენონის შემამკობელი ქანდაკებები, რომელთაგანაც აღსანიშნავია ირიდას (ცისარტყელას ქალღმერთის) ქანდაკება. ფიდიასის გარდაცვალებისთვის ათენის აკროპოლისის რესტავრაცია (აღდგენა) დასრულებული არ უნდა ყოფილიყო.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Phidias. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-16. ციტირების თარიღი: 2017-11-19.
  2. Bertrand Russell, The History of Western Philosophy, Chapter 10, Protagoras, page 95
  3. Filonik, Jakub (2013). „Athenian impiety trials: a reappraisal“. Dike (16): 26–33. doi:10.13130/1128-8221/4290.