ფეცანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისტორიული რეგიონი
ფეცანი
فزان

ლიბიის ისტორიული რეგიონები
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
კოორდინატები 26°19′58″ ჩ. გ. 13°25′31″ ა. გ. / 26.33278° ჩ. გ. 13.42528° ა. გ. / 26.33278; 13.42528
ფართობი 551,170[1] კმ²
მოსახლეობა 442,090[2] კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC+2
ფეცანი — ლიბია
ფეცანი

ფეცანი (არაბ. فزان, ბერბერული: Fezzan, თურქ. Fizan, ლათ. Phasania) — თანამედროვე ლიბიის სამხრეთი-დასავლეთი რეგიონი. ძირითადად წარმოადგენს უდაბნოს, თუმცა არის მთებიც და დამშრალი მდინარეების ხეობები — უადები. რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ვულკანური ველიჰარუჯი.

რეგიონის სახელი მოდის მისი ლათინური სახელწოდებიდან — Phasania, რაც შეიძლება აღნიშნავდეს „ხოხბების ქვეყანას“.[3]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის სამხრეთით მოსახლეობა შედგება მომთაბარე ტუარეგებისა და ტუბუებისაგან. ეს მეცხვარე მოსახლეობა თავისუფლად კვეთს ჩადის, ალჟირის და ნიგერის საზღვრებს. ჩრდილოეთით ცხოვრობენ არაბები, ბერბერები, ჩასახლებული ტურეგები და ტუბუები. მიუხედავად იმისა რომ რეგიონი ლიბიის ტერიტორიის 30%-ს მოიცავს მოსახლეობა იქ მცირეა, რომელთაგან უმეტესობა ცხოვრობს რეგიონის დედაქალაქ საბჰაში.

აღწერების მიხედვით რეგიონის მოსახლეობა მეოცე საუკუნეში შემდეგ ნაირად იცვლებოდა:

წელი მოსახლეობა პროცენტულობა ლიბიის
მოსახლეობასთან მიმართებაში
1954 59,315 5.4
1964 79,326 5.1
1973 128,012 5.7
1984 213,915 5.9
1995 352,276 7.3
2006 442,090 7.8

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Abdel Aziz Tarih Sharaf, “Jughrafia Libia”, Munsha’at al Ma’arif, Alexandria, 2nd ed., 1971, pp.232-233.
  2. 2006 census, based on the sum of population of districts Misrata, Murqub, Tripoli, Jafara, Zawiya, Nuqat al Khams, Jabal al Gharbi, Nalut
  3. Présence africaine. Editions du Seuil, 1975; p. 477.