ფესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ფესი
ⴼⴰⵙ/فاس‎

ფესის ლურჯი ჭიშკარი
დროშა

ქვეყანა მაროკოს დროშა მაროკო
კოორდინატები 34°02′00″ ჩ. გ. 5°00′00″ დ. გ. / 34.03333° ჩ. გ. 5.00000° დ. გ. / 34.03333; -5.00000
მმართველი Idriss Azami Al Idrissi
დაარსდა 789
ფართობი 320±1 კმ²
ცენტრის სიმაღლე 579[1]
მოსახლეობა 1,044,376[2] კაცი (2012)
ეროვნული შემადგენლობა არაბები 57.1%
ბერბერები 32.7%
მორისკოსები (გაქრისტიანებული მუსლიმები) 10.2%
სასაათო სარტყელი UTC±00:00
სატელეფონო კოდი 05356
საფოსტო ინდექსი 30000–30206[3]
ოფიციალური საიტი fes-city.com
ფესი — მაროკო
ფესი
ტყავის საწარმო ფესში

ფესი (არაბ. فاس‎; ფრანგ. Fès) — სიდიდით მეორე ქალაქი მაროკოში, კასაბლანკას შემდეგ, ფეს-ბულემანის რეგიონის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 1 მლნ ადამიანს შეადგენს.

ფესი, ყოფილი დედაქალაქი, ერთ-ერთია ქვეყანაში არსებული ოთხი „იმპერიული ქალაქიდან“, სხვა დანარჩენებია რაბატი, მარაქეში და მექნესი. ქალაქი მოიცავს სამ განსხვავებულ რაიონს — ფეს-ელ-ბალის (ძველი, კედელშემორტყმული ქალაქი), ფეს-ჯდიდს (ახალი ფესი) და ფრანგების მიერ შექმნილ უახლეს ნაწილს ახალ ქალაქს (Ville Nouvelle).

ფეს-ელ-ბალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. მისი მედინა, ესაზღვრება მსოფლიოში უდიდეს ავტომობილთანაგ თავისუფალ არეალს. ფესში მდებარე ალ-კარაუინის უნივერსიტეტი 859 წელს დაარსდა და მსოფლიოში უძველეს, დღემდე მოქმედ უნივერსიტეტად მიიჩნევა. ქალაქს ხშირად დასავლეთის „მექას“ და აფრიკის „ათენს“ უწოდებენ.


ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი 789 წელს, მდინარე ფესის მარჯვენა სანაპიროზე ისდისიდთა დინასტიის ფუძემდებელმა, ირდის I-მა დააარსა. მშენებლობები მდინარის მოპირდაპირე მხარეს მისმა ვაჟმა, ირდის II-მ გააგრძელა. ასე წარმოიქმნა მდინარის სხვადასხვა მხარეს მდებარე ორი დამოუკიდებელი ქალაქი, რომლებიც XI საუკუნეში შეერთდნენ.

დამეგობრებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფესი დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Stefano Bianca (2000), „Case Study 3: Fez“, Urban Form in the Arab World, Zürich: ETH Zürich, ISBN 3728119725, 0500282056
  • (2007) „Fez“, რედ. C. Edmund Bosworth: Historic Cities of the Islamic World. Leiden: Koninklijke Brill. 
  • „Fez“, Cities of the Middle East and North Africa, Santa Barbara, USA: ABC-CLIO, 2008
  • (2009) „Fez“, Grove Encyclopedia of Islamic Art & Architecture. Oxford University Press. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 170
ინგლ.რუს.ფრ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Fes, Kingdom of Morocco", Lat34North.com & Yahoo! Weather, 2009, webpages: L34-Fes დაარქივებული 2018-08-30 საიტზე Wayback Machine. and Yahoo-Fes-stats დაარქივებული 2011-06-08 საიტზე Wayback Machine. .
  2. Morocco 2004 Census. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-06. ციტირების თარიღი: 2013-11-26.
  3. http://www.geopostcodes.com/Fes?loc=Fès
  4. Jumelage. Fes city. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2010-12-10.
  5. Portal of Fes Partnercities დაარქივებული 2011-06-14 საიტზე Wayback Machine. , visited 26 July 2011
  6. Sister cities of İzmir (1/7) Turkish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-05. ციტირების თარიღი: 2008-11-01.
  7. Acordos de Geminação Portuguese. © 2009 Câmara Municipal de Coimbra – Praça 8 de Maio – 3000-300 Coimbra. ციტირების თარიღი: 2009-06-25.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფესი&oldid=4522335“-დან