ფერარი 250 ტესტა როსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1958 წლის 250 ტესტა როსა რალფ ლორენის კოლექციიდან
1961 წლის 250 TR Spider

Ferrari TR, ან 250 Testa Rossa, სპორტული ავტომანქანა აწყობილი ფერარის მიერ 1950-იან და 1960-იან წლებში. ეს მანქანები სპორტულ არენაზე დომინირებდნენ -- მათ ვარიაცებს მოგებული აქვს ლე მანის 24 საათი 1958, 1960 და 1961 წლებში. ისინი ახლოდ ენათესავება ფერარის 250 სერიის დანარჩენ მანქანებს, განსაკუთრებით ლეგენდარულ 250 GTO-ს.

საერთო ჯამში 1956-61 წლებში აგებულ იქნა 34 ცალი 250 ტესტა როსა. ფრაზა ”ტესტა როსა” ნიშნავს ”წითელთავას”. ყველაზე განთქმული, 250TR აწყობილ იქნა 1957-58 წლებში; ამასთან მხოლოდ ორი საჩვენებელი და 19 შემკვეთისთვის მოდიფიცირებული მანქანა გამოვიდა. 250 GTO-ს შემდეგ 250 ტესტა როსა ფერარის რანგით მეორე ყველაზე ძვირფასი მოდელია და საშუალოდ $8 მილიონად ფასდება.