ფელიპე პედრელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფელიპე პედრელი

ფელიპე პედრელი
მშობლიური სახელი Felip Pedrell
დაბადების თარიღი 19 თებერვალი, 1841
ტორტოსა
გარდაცვალების თარიღი 19 აგვისტო, 1922
ბარსელონა
მოქალაქეობა ესპანეთი
პროფესია კომპოზიტორი

ფელიპე პედრელი (ესპ. Felip Pedrell; დ. 19 თებერვალი, 1841, ტორტოსა — გ. 19 აგვისტო, 1922, ბარსელონა) — ესპანელი კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე, მუსიკის კრიტიკოსი, ფოლკლორისტი და საზოგადო მოღვაწე. ესპანეთის ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემიის წევრი. 1873 წლიდან მუშაობდა ბარსელონაში. 1895–1903 წლებში ასწავლიდა მადრიდის კონსერვატორიაში (მოწაფეები ისააკ ალბენისი, ენრიკე გრანადოსი, მ. ფალია). ეწეოდა საგამომცებლო საქმიანობას. პედრელის ნაშრომებმა ("ესპანური ხალხური სიმღერები") ჩაუყარა საფუძველი თანამედროვე ესპანურ მუსიკათმცოდნეობას. პედრელი ესპანური მუსიკის აღორძინების, ე.წ. რენასიმენტოს ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელი იყო. მან დაწერა ოპერები, პროგრამული სიმფონიური თხზულებები, კანტატები და საგუნდო ნაწარმოებები ორკესტრთან ერთად, საეკლესიო მუსიკა, რომანსები და სიმღერები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]