ფებოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფებოსი (ძვ. ბერძნ. Φοίβος, ლათ. Phoebus „ბრწყინვალე“) — ბერძნულ მითოლოგიაში, ღმერთი აპოლონის მეორე სახელი. კლასიკურ ლათინურ პოეზიაში ფებოსი მზე-ღმერთის მეორე სახელად მოიხსენიება, ხოლო გვიანდელ ევროპულ პოეზიაში კი ფებოსი, მის ეტლთან ერთად, მზის მეტაფორად იხმარებოდა.