ფარსალოსის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარსალოსის ბრძოლა
კეისარის დროის სამოქალაქო ომი ნაწილი
თარიღი 9 აგვისტო ძვ. წ. 48
მდებარეობა ფარსალოსი (საბერძნეთი)
შედეგი პოპულარების გამარჯვება
მხარეები
პოპულარები ოპტიმატები
მეთაურები
გაიუს იულიუს კეისარი გნეუს პომპეუს მაგნუსი
ძალები
დაახ. 22,000 ლეგიონერი, 5,000-10,000 დამხმარე და 1,800 მხედარი დაახ. 45,000 ლეგიონერი, 4,200 დამხმარე და 5,000-8,000 მხედარი
დანაკარგები
1,200 6,000-15,000[1]
ფარსალოსის ბრძოლა ვიკისაწყობში

ფარსალოსის ბრძოლა — ძვ. რომში სამოქალაქო ომის დროს (ძვ. წ. 49-45 წწ.) გადამწყვეტი ბრძოლა იულიუს კეისრისა და პომპეუსის ჯარებს შორის ფარსალოსთან, თესალიაში, საბერძნეთი. მიზეზი რომში ერთპიროვნული ძალაუფლების დამყარება. ფარსალოსის ბრძოლაში იულიუს კეისარი ამარცხებს პომპეუსის ჯარებს.

მსვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იულიუს კეისრის ქვეითმა ჯარმა მტერს ფრონტიდან შეუტია. პომპეუსის ცხენოსანი ჯარი ფლანგიდან გამოედევნა კეისრის უკანდახეულ ცხენოსან ჯარს, ამ დროს ფლანგიდან კეისრის სათადარიგო ქვეითმა ჯარმა დაარტყა მტრის გამოტყუებულ ცხენოსან ჯარს და უკუაგდო იგი. ამის შემდეგ კეისრის ქვეითი და ცხენოსანი ჯარი ერთიანად შეიჭრა მტრის ზურგში და ალყაში მოაქცია. პომპეუსი ზღვისკენ გაიქცა და იქიდან გემით ეგვიპტეში გაემგზავრა. მიტოვებული ჯარი ტყვედ ჩავარდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]