ფარიხან სოფიევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარიხან სოფიევა
ფარიხან სოფიევა
ფარიხან სოფიევა, 1910-იანი წლების სურათი
თბილისის მაზრის ერობის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1918 – 25 თებერვალი, 1921

დაბადებული1884
ყარაჯალარი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი1953
ყარაჯალარი, საქართველოს სსრ, სსრკ
საარჩევნი ოლქიყარაჯალარი
მოქალაქეობა{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დროშა საქართველოს დრ
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ეროვნებააზერბაიჯანელი
პოლიტიკური პარტიაუპარტიო
საქმიანობააქტივისტი, დეპუტატი
რელიგიაისლამი

ფარიხან (ფარი ხანუმ) სოფიევა (აზერ. Pərixan Sofiyeva; დ. 1884, ყარაჯალარი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 1953, ყარაჯალარი, საქართველოს სსრ, სსრკ) — თბილისის მაზრის ერობის წევრი ყარაჯალარიდან, პირველი არჩეული მუსლიმი ქალი დეპუტატი მსოფლიოში.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარიხან სოფიევა 1884 წელს, საქართველოს აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალარში დაიბადა. მეფის რუსეთის დროს დიდი პოპულარობით გამოჩენილი სოფიევა, 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, თავის მშობლიურ რეგიონში დაამარცხა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის კანდიდატი და გახდა ეროვნული კრების დამოუკიდებელი წევრი. მიუხედავად იმისა, რომ სოფიევა აქტიური პერსონა იყო და დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა, მასზე ძალიან მცირე ინფორმაცია მოეპოვება.[3]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარიხან სოფიევა, 9 შვილიან ოჯახში ერთადერთი გოგო იყო. მეფის რუსეთის დროს, სოფიევა თავისი ძმების ხელმძღვანელი იყო, რითაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. ბანკიდან აღებული სესხით, სოფელში ობოლ ბავშვთა სახლი გახსნა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში აირჩიეს.[4]

თბილისის მაზრის ერობის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ წარმოებული კვლევის დროს, ისტორიკოსი აკაკი ხვადაგიანი ტიფლისის გუბერნიიდან არჩეულ დეპუტატთა სიაში აღმოაჩინა მუსლიმი ქალის გვარი. იგივე გვარი აღმოაჩინა ხვადაგიანმა სოციალისტ-ფედერალისტთა ოფიციალურ გაზეთში.[5] ასე გახდა ცნობილი ისტორიისთვის პირველი ქალი დეპუტატი მუსლიმური სამყაროდან. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, სამხრეთ კავკასიაში გარდამავალმა ხელისუფლებამ ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმა დაიწყო, რომელიც მიმდინარეობდა მძიმე პოლიტიკური ვითარების ფონზე, ხოლო საქართველოში რეალური ვითარება არ შეიცვალა იქამდე, სანამ ქვეყანა დამოუკიდებლობა არ გამოაცხადა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველომ თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ამის შედეგად ქვეყანაში პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. ამ დროს, ტიფლისის გუბერნიის ყარაჯალარის ოლქიდან, ფარიხან სოფიევა ყველა დანარჩენ კანდიდატს აჯობა და არჩევნები მოიგო. ცნობილია, რომ ერობის წევრობისას მან მშობლიურ სოფელში რკინიგზის სადგურის აშენებას მიაღწია.

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წელს, საბჭოთა ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად, ეროვნული კრების წევრების ქონება დაყადაღდა. ფარი ხანუმის ახლობლების ინფორმაციით, მას საბჭოთა კავშირი და საბჭოთა სისტემა ეზიზღებოდა. სტალინის რეპრესიების დროს, სოფიევას 8 ძმიდან 5 დახვრიტეს და საერთო საფლავში დამარხეს. მათი გვამები დღემდე არ არის ნაპოვნი.[6]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მისი ერთ-ერთი ძმიშვილი დააკავეს.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]