უფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
უფა
რუს. Уфа
ბაშკ. Өфө
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
შიდა დაყოფა Leninsky District, Kirovsky rayon, Dyomsky District, Kalininsky District, Oktyabrsky District, Ordzhonikidzevsky District და Sovetsky District
კოორდინატები 54°43′34″ ჩ. გ. 55°56′51″ ა. გ. / 54.72611° ჩ. გ. 55.94750° ა. გ. / 54.72611; 55.94750
მმართველი Ratmir Mavliev
დაარსდა 1586[1] [2] [3] [4] [5]
ფართობი 707.93 კმ²
ცენტრის სიმაღლე 150 მეტრი
ოფიციალური ენა რუსული ენა და ბაშკირული
მოსახლეობა 1 115 560 (2017)[6]
სასაათო სარტყელი UTC+05:00
სატელეფონო კოდი 347
საფოსტო ინდექსი 450000–450999
საავტომობილო კოდი 02 და 102
ოფიციალური საიტი http://ufacity.info
უფა — რუსეთი
უფა

უფა (რუს. Уфа́; ბაშკ. Өфө; თათრ. Ufa, Öfä; ჩუვაშ. Ӗпхӳ) — ბაშკირეთის (ბაშკორთოსტანი) დედაქალაქი, რუსეთი. 2017 წლის მდგომარეობით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 1,115,560 ადამიანს.

უფა დასავლეთ ურალის ერთ-ერთი ინდუსტრიული ცენტრია და მდინარეების ბეალაია და უფას შესართავთან მდებარეობს. ქალაქი პირველად მოხსენიებულია ციხე-სიმაგრის სახით 1574 წელს, რომელიც ივანე IV-ის ბრძანებით ააგეს და თავდაპირველად მისი ადგილმდებარეობის სახელი „ტურა-ტაუ“ ერქვა. ქალაქს „უფა“ (თურქ. „მცირე“) ადგილობრივი მოსახლეობა უწოდებდა და შერჩა კიდეც. 1802 წელს უფა ბაშკირეთის მთავარი ქალაქი გახდა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა იყო შემდეგი:

ეთნოსი პროცენტულობა
რუსები 36.1%
თათრები 28.3%
ბაშკირები 17.1%
ჩუვაშები 2.7%
მარიელები 2.6%
უკრაინელები 1.0%
მორდვინები 0.5%
უდმურტები 0.5%

ასევე არიან: სომხები (2,822 ადამიანი), გერმანელები (2,213 ადამიანი), ებრაელები (2,082 ადამიანი) და აზერბაიჯანელები (2,075 ადამიანი).[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უფა&oldid=4455892“-დან