უოლტერ დონალდსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უოლტერ დონალდსონი
საერთო ინფორმაცია
დაბ. თარიღი: 4 იანვარი, 1907
დაბ. ადგილი: შოტლანდიის დროშა კოტბრიჯი
გარდ. თარიღი: 1973
გარდ. ადგილი: ინგლისის დროშა ბუკინგემშირი
მოქალაქეობა: დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
პროფესიონალური კარიერა: 1923—1953
უმაღლესი ბრეიკი: 142
მსოფლიო ჩემპიონატი: 2 (1947; 1950)

უოლტერ დონალდსონი (ინგლ. Walter Donaldson; დ. 4 იანვარი, 1907, კოტბრიჯი, შოტლანდია — გ. 1973, ბუკინგემშირი, ინგლისი) — შოტლანდიელი პროფესიონალი სნუკერისტი, სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული.

უოლტერ დონალდსონი პროფესიონალი უკვე 16 წლის ასაკში გახდა, მას შემდეგ, როდესაც მოიგო ეროვნული ჩემპიონატი ყმაწვილებს შორის. თუმცა თავისი სადებიუტო თამაში სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატზე მან გამართა 1933 წელს — მაშინ მან ნახევარფინალში დათმო ჯო დეივისთან. შემდეგ მან გამოტოვა კიდევ ხუთი ჩემპიონატი, ხოლო, როდესაც დაბრუნდა, მხოლოდ მეოთხედფინალს მიაღწია. როდესაც დაიწყო ომი, დონალდსონი ჯარში გაიწვიეს.

პირველივე ომისშემდგომ ჩემპიონატზე უოლტერმა დაამყარა ახალი რეკორდი სერიის სიდიდეში — ახლა ის შეადგენდა 142 ქულას, რაც იმ დროისთვის შესანიშნავი შედეგი იყო. უკვე შემდეგ პირველობაში დონალდსონი გამარჯვებული გახდა, მან ფინალში დაამარცხა ფრედ დეივისი ანგარიშით 82:63. ამგვარად, უოლტერი გახდა პირველი არაინგლისელი მოთამაშე, რომელმაც შეძლო მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება.

თუმცა, უოლტერმა ვერ შეძლო შემდეგ წელს ტიტულის შენარჩუნება და დათმო ფრედ დეივისთან, მაგრამ მან პირველი ადგილი დაიბრუნა 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. შემდეგ მან ოთხჯერ ზედიზედ ითამაშა ფინალში, თანაც ყველა გადამწყვეტ მატჩში მას ეთამაშებოდა ფრედ დეივისი. მაგრამ დონალდსონმა ტურნირის მოგება მეტჯერ ვეღარ მოახერხა. ამ წარუმატებლობების შემდეგ მან თქვა, რომ იმედგაცრუებული იყო და წავიდა პროფესიონალური სნუკერიდან.

უოლტერ დონალდსონი გარდაიცვალა სახლში, ბუკინგემშირში, 1973 წელს და დღემდე ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სნუკერისტად მთელი ისტორიის განმავლობაში.

მიღწევები კარიერაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]