უმბრია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
უმბრია
Umbria
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადმ. ცენტრი პერუჯა
შიდა დაყოფა პერუჯა და ტერნის პროვინცია
კოორდინატები 42°59′00″ ჩ. გ. 12°34′00″ ა. გ. / 42.98333° ჩ. გ. 12.56667° ა. გ. / 42.98333; 12.56667
მმართველი Donatella Tesei
დაარსდა 2 იანვარი, 1927
ფართობი 8 456 კმ²
მოსახლეობა 906 940 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 107,3 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
ოფიციალური საიტი regione.umbria.it/mediacenter/FE/home.aspx

უმბრია (იტალ. Umbria) — რეგიონი ცენტრალურ იტალიაში. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ამავე დროს ერთადერთი რეგიონი, რომელსაც არც ზღვაზე გასასვლელი აქვს და არც რომელიმე ქვეყანას ესაზღვრება. დედაქალაქია პერუჯა.

უმბრიას დასავლეთით ესაზღვრება ტოსკანა, აღმოსავლეთით — მარკე, სამხრეთით კი ლაციო. რეგიონი ძირითადად მთიანი და გორაკ-ბორცვიანია, მის ტოპოგრაფიაში დომინანტია აპენინის მთები და მდინარე ტიბრის ხეობის აუზი.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმბრიის პროვინციები

უმბრიის რეგიონი ადმინისტრაციულად ორ პროვინციად იყოფა:

პროვინცია ფართობი (კმ²) მოსახლეობა სიმჭიდროვე (ად/კმ²)
პერუჯის პროვინცია 6 334 660 040 104
ტერნის პროვინცია 2 122 232 311 109

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]