უგედეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უგედეი-ყაენი
Өгэдэй Хаан
მონღოლთა იმპერიის მე-2 დიდი ყაენი
მმართ. დასაწყისი: 13 სექტემბერი, 1229
მმართ. დასასრული: 11 დეკემბერი, 1241
წინამორბედი: ჩინგიზ-ყაენი
მემკვიდრე: გუიუქი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 7 ნოემბერი, 1186
გარდ. თარიღი: 11 დეკემბერი, 1241
მეუღლე: დორეღენე ხათუნი
ბორაქჩინ ხათუნი
არღანა ხათუნი
მიუგე ხათუნი
ყირგისტანი ხათუნი
ალქუი ხათუნი
ჯაჩინ ხათუნი
შვილები: გუიუქ-ყაენი
გოდან ხანი
ხურაჩარი
ხადანი
მელიღი
დინასტია: ჩინგიზიდები
მამა: ჩინგიზ-ყაენი
დედა: ბორტე

უგედეი (დ. ოქტომბერი, 1186 — გ. 11 დეკემბერი, 1241) — მონღოლთა მე-2 დიდი ყაენი 1229-1241 წლებში, ჩინგიზ-ყაენის მესამე ვაჟი და მისი მემკვიდრე.

უგედეის დროს დასრულდა მონღოლეთის ფეოდალების მიერ ჩინეთის ძინის დინასტიის დაპყრობა. 1234-1236 წლებში დაიპყრო სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი, დაიწყო ბათო-ყაენის ლაშქრობა აღმოსავლეთ ევროპაში, რომლის დროსაც მონღოლები სასტიკად გაუსწორდნენ პოლონეთს, რუსეთსა და სხვა სლავურ და გერმანულ სახელმწიფოებს. 1238 წელს შეიქმნა საფოსტო სამსახური, ჩატარდა მოსახლეობის აღწერა, დასრულდა დედაქალაქ ყარაყორუმის მშენებლობა. 1241 წლის 11 დეკემბერს გარდაიცვალა და დიდი ყაენის ტიტული 5 წლით ვაკანტური გახდა. ამ პერიოდში, მისი მეუღლე, დორეღენე ხათუნი იყო რეგენტი. 1246 წელს უგედეის ვაჟი, გუიუქი გახდა მონღოლების მესამე დიდი ყაენი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]