ტრიტონი (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტრიტონი.
ტრიტონის ქანდაკება. რომი. ავტორი — ჟან ბერნინი
ბერძნული მითოლოგია
ღმერთები
გმირები
სხვები

ტრიტონი (ბერძნ. Tritôn) — წინაბერძნული, ზღვის უძველესი დემონი. პოსეიდონისა და ამფიტრიტეს ვაჟი. ცხოვრობდა მათთან ერთად ზღვის ფსკერზე ოქროს სასახლეში. ტრიტონს ჰქონდა ადამიანის ცხვირი, განიერი, მხეცისკბილებიანი პირი, მწვანე თმები, ფეხების მაგივრად დელფინის კუდი. თითქოს მას ხელში ნიჟარა ეჭირა და მისი საშუალებით პოსეიდონის ბრძანების თანახმად აწყნარებდა და აღელვებდა ზღვას. ტრიტონის შესახებ არსებული თქმულებები გვიამბობენ, რომ იგი შეეჯიბრა ჰერაკლეს, ორთაბრძოლაში შეერკინა დიონისეს, ძილის დროს მას თავი მოკვეთეს ტანაგრიელებმა მათი პირუტყვის მოპარვის გამო და სხვა. როგორც ლიბიაში მდებარე მისი თანამოსახელე ტბის ღვთაება, ტრიტონი დაკავშირებულია არგონავტებთან. მან ასწავლა არგონავტებს, თუ როგორ უნდა გამოსულიყვნენ ამ ტბიდან. ამის ხმაზე გარბოდნენ შეშინებული გიგანტები, ხოლო მედუდუკე ენევსი, რომელმაც ტრიტონთან შეჯიბრება გაბედა, ამ შეჯიბრში დაიღუპა. ჩვენს ერამდე მეოთხე საუკუნიდან ერთი ტრიტონის მაგივრად მრავალი ტრიტონი წარმოიდგინეს. ტრიტონი პოსეიდონთან, ნერეიდებთან ან ზღვის სხვა ღვთაებებთან ერთად გამოისახებოდა. მოგვიანებით ასეთი გამოსახულებები საკმაოდ გავრცელდა. ტრიტონები შემდეგ სხვადასხვანაირად წარმოიდგინეს. მაგალითად, თევზის კუდით და ცხენის ფეხებით. [1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნოდარ გაფრინდაშვილი. მითოლოგიური ლექსიკონი. გვ. 295 - თბილისი, „განათლება“, 1972.