ტომაშ გარიგ მასარიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტომაშ გარიგ მასარიკი
ტომაშ გარიგ მასარიკი
ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ნოემბერი, 1918 – 14 დეკემბერი, 1935
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეედუარდ ბენეში

დაბადებული7 მარტი, 1850
გოდონინი, მორავია
გარდაცვლილი14 სექტემბერი, 1937
ლანი, ჩეხოსლოვაკია
მამაიოზეფ მასარიკი
დედატერეზა მასარიკოვა
მეუღლეშარლოტ გარიგი
შვილებიალისა, ჰერბერტი, იანი, ელეონორა, ოლგა, ანა
ხელმოწერა

ტომაშ გარიგ მასარიკი (ჩეხ. Tomáš Garrigue Masaryk; დ. 7 მარტი, 1850, გოდონინი, მორავია, — გ. 14 სექტემბერი, 1937, ლანი, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხი სოციოლოგი და ფილოსოფოსი, საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოღვაწე, ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობისათვის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ კი მისი პირველი პრეზიდენტი (1918–1935).

დაიბადა უბრალო გლეხის ოჯახში. სწავლობდა ბრნოში, ვენაში, ლაიფციგში. 1882 წელს გახდა პრაღის უნივერსიტეტის პროფესორი. 1915 წლიდან მონაწილეობს ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში იმყოფებოდა შვეიცარიაში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, რუსეთში, აშშ-ში, სადაც აქტიურად ეწეოდა პროპაგანდას ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობისათვის. ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაცემის შემდეგ 1918 წელს დაუსწრებლად აირჩიეს ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად. ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში.

ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში არსებობდა პრეზიდენტის კულტი, მას „პრეზიდენტ-განმათავისუფლებელს“ უწოდებდნენ. 1935 წელს მისი გადადგომის შემდეგ პრეზიდენტად აირჩიეს საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ ბენეში.

გარდაიცვალა 1937 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]