ტლასკალა — შტატი მექსიკაში, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალური ნაწილის აღმოსავლეთით. მექსიკის ალტიპლანოს რეგიონში. ტლასკალა მექსიკის უმცირესი შტატია და მისი ტერიტორიის 0,02%-ს იკავებს. სახელწოდება მოდის ამავე სახელწოდების ქალაქისა და შემდგომ შტატის დედაქალაქისგან, რომელიც ატარებდა ასევე ტლასკალის კულტურის სახელს. ტლასკალის კულტურა ესპანელთა მოკავშირე იყო აცტეკების წინააღმდეგ ბრძოლაში, სწორედ ამიტომ, ეს ტერიტორია კოლონიზაციის პერიოდში ესპანელთა მიერ ხელუხლებელი იყო.