ტირიდატ III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტირიდატ III
პართიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 36
მმართ. დასასრული: 37
წინამორბედი: არტაბან III
მემკვიდრე: არტაბან III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: უცნობია
დინასტია: არშაკიდების დინასტია

ტირიდატ IIIპართიის მეფე არშაკიდების დინასტიიდან. ტირიდატი ფრაატ IV-ის შვილიშვილი იყო, ის რომში გაგზავნეს, როგორც მძევალი, სადაც მან განათლებაც მიიღო. როდესაც არტაბან III-ს აუჯანყდნენ, აჯანყებულებმა დახმარება რომს სთხოვეს, რომმა კი მათ ახალი მეფე ტირიდატე შესთავაზა, თავდაპირველად მატ მიაღწიეს გამარჯვება და ტახტიდან ჩამოაგდეს არტაბა III, თუმცა მოგვიანებით არტაბანი დაბრუნდა და ტახტი დაიბრუნა. ტირიდატ III სამეფო ტახტზე არტაბან III-ის შემდეგ ავიდა, მისი მმართველობა დაიწყო 36 წელს და დასრულდა 37, მის შემდეგ კი ტახტზე კვლავ არტაბან III ავიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]