ტელნეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტელნეტი ან telnet-ი (TErminal NETwork ან TELecommunication NETwork, ან კიდევ TELetype NETwork) — ქსელური პროტოკოლი, რომლის გამოყენება შესაძლოა ქსელებში, რომლებიც TCP/IP-ს იყენებენ. ტელენეტი ნორმირებულია IETF-ის მიერ (RFC 854 და RFC 855).

ტელნეტის მიზანი არის ორმიმართულებიანი და ბაიტ-ორიენტირებული საყოველთაო კავშირის უზრუნველყოფა. ტელნეტი არის ამავე დროს პროგრამის სახელი რომელიც ორ კოპიუტერს შორის ინტერნეტ ქსელის მეშვეობით კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა.

პროტოკოლის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელნეტი არის კლიენტ-სერვერის ტიპის პროტოკოლი და დამოკიდებულია TCP-ზე. უფრო ხშირად კლიენტებს შეუძლიათ დაკავშირება ტელნეტ სერვერთან 23-მე პორტზე.

მოხმარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ ერთი telnet-ის ბრძანების ფუნქცია არის ტელნეტ სერვერებთან დაკავშირება, რომელიც მოხმარეს სთხოვს შეიტანოს თავისი მომხმარებელის სახელი, და შემდეგ პაროლი, და წარმატების შემთხვევაში გთავაზობთ ბრძანების ველს შორეულ სერვერზე. ამისთვის შორეულ კომპიუტერში გაშვებული უნდა იყოს ტელნეტ სერვერი, რომელსაც ხშირად ჰქვია telnetd.

ბრძანება telnet-ი პრაქტიკულია სერვერების შეერთების გასასინჯად. telnet-ის ხმარება შეიძლება არა მარტო ტელნეტ სერვერებთან კავშირის დამყარებისათვის არამედ სხვა ტიპის სერვერბთან ერთადაც, რომლებიც იყენებენ TCP-ეს.

ასეთი სერვერები არსებობენ სხვადასხვა პროტოკოლებისათვის, მაგალითად: SMTP, HTTP, POP, IMAP და სხვა. ამ შემთხვევაში უნდა ვიხმაროთ მოცემული პროტოკოლის სტანდარტული პორტი და არა ტელნეტის სტანდარტული პორტი.

მაგალითი: gmail.com-ის SMTP სერვერთან დაკავშირება:

telnet smtp.gmail.com 25

მაგალითი: ka.wikipedia.org-ის ვებ სერვერთან დაკავშირება:

telnet ka.wikipedia.org 80

უსაფრთხოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როცა ხმარობთ ტელნეტს, ინფორმაცია "ღიად" იგზავნება, ისე რომ თუ ლოკალურ ქსელში ხაკერი იმყოფება, შეუძლია რომ გაიგოს რას აგზავნით და რას იღებთ, პაკეტების ხელში ჩაგდების პროგრამის მეშვეობით როგორიც არის tcpdump-ი ან Wireshark-ი. ასეთი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად იყო გამოგონილი ფარული პროტოკოლი SSH-ი, რომლის მოხმარება შეიძლება ტელნეტის ნაცვლად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]