ტბეთი (ქურთის მუნიციპალიტეტი)
ტბეთი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქურთის მუნიციპალიტეტში (ხეთაგუროვის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. ზღვის დონიდან 900 მეტრი, ცხინვალიდან 3,5 კილომეტრი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტბეთი ისტორიული შიდა ქართლის ერთ-ერთი ძველი სოფელია. აქედან მოდის დიდგვაროვან აზნაურთა - ტბელთა გვარი. სოფელში არის ტბელი ერისთავების რეზიდენცია. შემორჩენილია ციხესიმაგრისა და ეკლესიის (ე.წ. ბორცვისჯვრის) ნანგრევები. ტაძრის მოჩუქურთმებული და წარწერებიანი ქვები, რომელთა ნაწილი X საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნებოდა, 1920-იან წლებში გაიფანტა: ჩუქურთმიანი ქვები ცხინვალის საავადმყოფოს კედლებში ჩააყოლეს, ხოლო X-XI საუკუნეების მიჯნის არქიტრავი დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. არქიტრავის წარწერიდან ირკვევა რომ ტაძარი აუშენებია პატრიკ ტბელს — ქავთარ ტბელის შვილს. წარწერაში მოხსენიებული არიან ამ გვარის სხვა წარმომადგენლებიც.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 680.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|