ტასო აბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.
ტასო აბაშიძე

ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნახატი
დაბადების სახელი ტასო აბაშიძე
დაბადების თარიღი 29 მარტი, 1881
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 15 სექტემბერი, 1958 (77 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

ტასო (ანასტასია) ვასილის ასული აბაშიძე (დ. 29 მარტი [ ძვ. სტ. 17 მარტი], 1881, თბილისი — გ. 15 სექტემბერი, 1958, იქვე) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1943). ვასო აბაშიძისა და მაკო საფაროვ-აბაშიძის ქალიშვილი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება პარიზში ედ. შავანიას მუსიკალური დეკლამაციის სასწავლებელში მიიღო. სადებიუტო როლი 1899 წელს ითამაშა (მაშო, აზიანის „ფული და ხარისხი“) და თბილისის დრამატულ დასში ჩაირიცხა. 1921–1925 წლებში რუსთაველის სახელობის თეატრში მოღვაწეობდა, 1926–1927ჭიათურის თეატრში, 1933–1948მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. განასახიერა 100-მდე როლი. აღსანიშნავია მისი გაიანე (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ნუცა (ვალერიან გუნიას „აღლუმი“), ბეატრიჩე (უილიამ შექსპირის „აურზაური არაფრის გამო“), დირინა (მოლიერის „ტარტიუფი“), ჟიზეფი (ბაიარისა და ვანდერბურხის „პარიზელი ბიჭი“). მონაწილეობდა ოპერეტებსა და საოპერო სპექტსკლებშიც, მღეროდა კარმენის (ჟორჟ ბიზეს „კარმენი“), ქერუბინოს (ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“), ბეტინას (ოდრანის „მასკოტა“), პერიკოლას (ჟაკ ოფენბახის „მოჭიკჭიკე ჩიტები“ — „პერიკოლა“) და სხვა პარტიებს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცუცქირიძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 25.
  • დადიანი შ., ტასო აბაშიძე, ტფ. 1924;
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, "მამულიშვილთა სავანე", გვ. 23, თბ., 1994

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]