ტალახის ვულკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტალახის ვულკანი (აზერბაიჯანი)
ახტალა (საქართველო)

ტალახის ვულკანი — სხვადასხვა ფორმის გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც გამუდმებით ან დროდადრო აფრქვევს ტალახს, აირს, ხშირად წყალთან და ნავთობთან ერთად. გვხვდება ნავთობიან და ვულკანურ არეებში, სადაც ფუმაროლებად გვევლინებიან და რომლებიც ჭრიან თიხასა და ვულკანურ ფერფლს. ტალახთან ერთად გამოყოფილი აირები ხშირად ქმნიან თვითაალებადობას, რასაც მოჰყვება ეგრეთ წოდებული ჩირაღდნების წარმოშობა.

ტალახის ვულკანი გვხვდება ასევე ისეთი მდინარეების დელტებში, რომლებსაც უხვად მოაქვთ მცენარეული ნაშთები და ნავთობის აფსკიანი წყალი. ყველაზე მსხვილ ტალახის ვულკანებს გააჩნიათ 10 კმ დიამეტრი და 700 მ სიმაღლე. დასახლებულ ადგილებში არსებით გავლენას ახდენს სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე.

ტალახის ვულკანების სიმრავლით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც დაახლოებით 350-მდე ტალახის ვულკანი არსებობს.

ცნობილი ტალახის ვულკანები გვხვდება კასპიის ზღვის სანაპიროზე, ტამანისა და ქერჩის ნახევარკუნძულზე, თურქმენთში, რუმინეთში, ირანში, ვენესუელაში, იტალიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, აშშ-ში და სხვა.

ტალახის აქტიურ ვულკანები გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოშიც. ასეთი ვულკანებია ივრის ზეგანსა და გომბორის ქედის კალთებზე. აღსანიშნავია ახტალა, ფხოველი, ქილაკუპრა, ფორფოტები და ტახტითეფა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 644.
  • Горная энциклопедия. — М.: Советская энциклопедия. Под редакцией Е. А. Козловского. 1984—1991.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]