სხივარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სხივარები (ლათ. Radiolaria) — უმარტივესთა ქვეკლასი ფესვფეხიანების კლასისა. ზღვის პლანქტონური ორგანიზმების დიდი ჯგუფია, 7 ათ-ზე მეტ სახეობას მოიცავს. მათი სხეულის სიგრძე 40 მკმ-იდან 1 მმ და მეტს აღწევს, აქვთ შინაგანი ჩონჩხი ტყავისებრი ცენტრალური კაფსულის სახით, რომელშიც ენდოპლაზმა და ერთი და მრავალი ბირთვია.

ერთეული, იშვიათად კოლონიური ორგანიზმებია. სხივარები, ძაფისებრი ხშირად დატოტვილი ფსევდოპოდიუმების (ფილოპოდიუმები) მეშვეობით იჭერენ საკვებს, აქვთ აგრეთვე გარეგანი მინერალური ჩონჩხი, რომელიც კაჟმიწისა და გოგირდმჟავა სტრონციუმისაგან შედგება.

მრავლდებიან გაყოფით, იშვიათად სქესობრივად (ორშოლტიანი გამეტების კოპულაციის გზით). სხივარების ჩონჩხისაგან შემდგარ ქანებს ლითონისა და მინის ნაგებობათა გასაპრიალებლად იყენებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]