სუმბატ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სუმბატ I, სუმბატ კურაპალატი (გ. 958) — ქართველთა მეფის ადარნასეს ძე.

გიორგი მერჩულეს მოხსენიებული ჰყავს ერისთავთა ერისთავად, თავისი ძმის აშოტ კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ (954) მიიღო კურაპალატობა.

მეფედ მოხსენიებულია 936 წელს შატბერდის მონასტერში შექმნილ ჯრუჭის ოთხთავში:

ვიკიციტატა
„ღირს ვიქმენ მე გრიგოლ დაწერად წ~ა ესე სახარება ჴელითა გაბრიელ მღვდელთა ნარჩევისათა თავად მეფისა ჩემისა სუმბატის სალოცველად... დასაბამითგან წელნი იყვნეს: ხფმ: (6540), ქ~ნი იყო: რნვ: (156)“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]