სუბრაჰმანიან ჩანდრასეკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუბრაჰმანიან ჩანდრასეკარი
ტამილ. சுப்பிரமணியன் சந்திரசேகர
დაბ. თარიღი 19 ოქტომბერი, 1910
დაბ. ადგილი ლაჰორი, პენჯაბი, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდ. თარიღი 21 აგვისტო, 1995 (84 წლის)
გარდ. ადგილი ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
დასაფლავებულია Wheeling Township Arlington Heights Cemetery[1]
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ასტრონომი, ასტროფიზიკოსი, სამეცნიერო მუშაკი და უნივერსიტეტის პროფესორი[2]
მუშაობის ადგილი ჩიკაგოს უნივერსიტეტი[3] , ტრინიტის კოლეჯი[4] და იერკის ობსერვატორია[3]
ალმა-მატერი მადრასის უნივერსიტეტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე Lalitha Doraiswamy[5]
მამა CS Ayyar[6]
ნათესავ(ებ)ი ჩანდრასეკარა ვენკატა რამანი[7]
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში (1983)
ხელმოწერა

სუბრაჰმანიან ჩანდრასეკარი (დ. 19 ოქტომბერი, 1910, ლაჰორი — გ. 21 აგვისტო, 1995, ჩიკაგო) — ამერიკელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი. 1930 წელს დაამთავრა მადრასის უნივერსიტეტი. 1933 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი კემბრიჯის უნივერსიტეტში. მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში. 1936 წელს გადავიდა ამერიკის შეერთებული შტატებში (1953 წელს მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა), 1937 წლიდან მუშაობდა იერკიზის ობსერვატორიაში. ლექციებს კითხულობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში (1942 წლიდან პროფესორი). ჩანდრასეკარის ძირითადი შრომები ეძღვნება ვარსკვლავთა აგებულებასა და სტოქასტიკური პროცესების (შემთხვევითი პროცესების) თეორიას. ააგო თეთრი ჯუჯების თეორია, იწინასწარმეტყველა ამ ვარსკვლავთა ზღვრული მასის არსებობა და მოგვცა მასისა და რადიუსის უნივერსალური თანაფარდობა. გამოიკვლია ვარსკვლავთა სისტემების დინამიკის, ვარსკვლავთა ატმოსფეროებში სხივური ენერგიის გადატანისა და ჰიდროდინამიკური და ჰიდრომაგნიტური მდგრადობის (ფარდობითობის ზოგადი თეორიის ფარგლებში) პრობლემები. ლონდონის სამეფო საზოგადოების (1944), ამერიკის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიისა და აშშ-ის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში (1983).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]