სტორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტორი

მდინარე სტორი ფშაველსა და ლალისყურს შორის
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები თელავის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე)
სათავე კახეთის კავკასიონი
42°17′30″ ჩ. გ. 45°28′17″ ა. გ. / 42.291722° ჩ. გ. 45.471611° ა. გ. / 42.291722; 45.471611
სათავის სიმაღლე 2950 მ
შესართავი ალაზანი
42°00′45″ ჩ. გ. 45°27′59″ ა. გ. / 42.012667° ჩ. გ. 45.466472° ა. გ. / 42.012667; 45.466472
სიგრძე 38 კმ
აუზის ფართობი 281 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 9,55 მ³/წმ
სტორი — საქართველო
სტორი
სტორი
სტორი — კახეთის მხარე
სტორი
სტორი
— სათავე, — შესართავი
სტორი ვიკისაწყობში

სტორიმდინარე კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, თელავის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი, სათავე აქვს ზღვის დონიდან 2950 მეტრის სიმაღლეზე, მდინარის სიგრძეა 38 კმ, აუზის ფართობი 281 კმ². მოედინება სტორის (სტვრის) ხეობაში. მის ნაპირს მიჰყვება თუშეთისკენ მიმავალი ფშაველი-ომალოს გზა. მდინარის ნაპირებზეა გაშენებული სოფლები: ლეჩური, ფშაველი და ლალისყური. ლეჩურსა და ფშაველს შორის მდინარეზე აშენებულია წყალსაცავი. მდინარის სანაპირო ზოლი 18-მდე რეკრეაციულ ადგილს ითვლის.

საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყლდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში, წყალმოვარდნებიშემოდგომაზე. საშუალო წყლის ხარჯი 9,55 მ³/წმ.

მდინარე სტორი (შტორი) ერთ-ერთი წყალუხვი მდინარეა, ზაფხულის მცხუნვარე პერიოდში მდინარე ალაზნის ერთ-ერთი მასაზრდოებელი სწორედ მდინარე სტორია.

სოფელ ფშაველიდან 35-40 კილომეტრში, ხეობაში არსებობს ფეოდალთა საცხოვრისი, ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებულია შტვრის (სტორი) საერისთაო.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]