სტეიტენ-აილენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტეიტენ-აილენდი ნიუ-იორკის რუკაზე

სტეიტენ-აილენდი (ინგლ. Staten Island) — ერთ-ერთი ნიუ-იორკის ხუთი ოლქიდან. 2015 წლის აღწერით 474 558 ადამიანი ცხოვრობს. შეადგენს რიჩმონდის საგრაფოს და ასევე ეწოდებოდა 1975 წლამდე. ნიუ-იორკის ოლქი გახდა 1898 წელს. პირველი ევროპელი ამ კუნძულზე 1524 წელს ჯოვანი ვერაძანო იყო. 1609 წელს ჰენრი ჰადსონმა კუნძული ნიდერლანდების სავაჭრო ტერიტორიად გამოაცხადა და მას სტეიტენ-აილენდი უწოდა (Staaten Eylandt), ნიდერლანდების პარლამენტის „Staten-Generaal“-ის სახელზე.

მიუხედავად გამოცხადებისა, კუნძული არაკოლონიზებული რჩებოდა დიდი ხნის განმავლობაში. 1639-1655 წლებში ნიდერლანდელებმა სამჯერ სცადეს მუდმივი კონტროლის დაწესება კუნძულზე, თუმცა უშედეგოდ. მხოლოდ 1661 წელს დასახლებაში ოუდ-დორპ (ძველი ქალაქი), პირველად იქნა მიღებული შეთანხმება ნიდერლანდელების მმართველობაზე, თუმცა მხოლოდ ჰაროვსის სამხრეთით, სამხრეთის სანაპიროსთან, სადაც ნიდერლანდური ოჯახები, ვალონები და ჰუგენოტები ცხოვრობდნენ.

სტეიტენ-აილენდი ცნობილი იყო დიდი საქალაქი ნაგავსაყრელით, რომელმაც 53 წელი იარსება და 2001 წელს დაიხურა. ამჟამად ნაგავსაყრელის ადგილას სწრაფად ვითარდება დასახლებული პუნქტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: