სპლაისინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადამიანის CDK4 გენში მაკოდირებელი (ლურჯი ფერი) და არამაკოდირებელი (ნაცრისფერი) თანმიმდევრობების სქემა. მწვანედ აღნიშნულია არატრანსლირებადი უბნები.

სპლაისინგი (ინგლ. splice-დან — რაიმეს ბოლოების შეერთება ან შეწებვა) — რნმ-ის მოლეკულებიდან გარკვეული ნუკლეოტიდური თანმიმდევრობების ამოჭრისა და რნმ-ის პროცესინგის დროს უფრო „მომწიფებულ“ მოლეკულაში შენახული თანმიმდევრობების შეკავშირების პროცესი. ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი გვხვდება ეუკარიოტებში ინფორმაციული რნმ-ის მომწიფების დროს, ამავდროულად ბიოქიმიური რეაქციების შედეგად რნმ-ისა და ცილების მონაწილეობით ი-რნმ-დან იშლება უბნები, რომლებიც არ აკოდირებს ცილებს (ინტრონები), ხოლო ამინომჟავური თანმიმდევრობების მაკოდირებელი უბნები — ეგზონები ერთმანეთს უკავშირდება. ამგვარად მოუმწიფებელი პრე-ი-რნმ გადაიქცევა მომწიფებულ ი-რნმ-ად, რომელზეც შემდგომ მიმდინარეობს ცილის უჯრედების სინთეზი (ტრანსლაცია). ეუკარიოტების, ბაქტერიებისა და არქეების წარმომადგენლებში აგრეთვე გვხვდება სატრანსპორტო რნმ-ის (ტ-რნმ)[1] და სხვა არაკოდირებადი რნმ-ების სპლაისინგი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. tRNA Splicing — JBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-23. ციტირების თარიღი: 2014-09-02.