სოფენეს სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფენეს სამეფო
Ծոփքի թագավորություն

სამეფო

ძვ. წ. III საუკუნეძვ. წ. 94
 

დედაქალაქი არკატიატკერტი
ენა სომხური
მმართველობის ფორმა მონარქია
დინასტია ერვანდუნები

სოფენეს სამეფო (სომხ. Ծոփքի Թագավորութիւն) — უძველესი სომხური სამეფო[1][2][3], რომელიც ძვ. წ. III საუკუნიდან ძვ. წ. 94 წლამდე არსებობდა, სანამ ტიგრან II-მ არ დაამარცხა და საკუთარ იმპერიას არ შეუერთა[3]. სოფენეს სამეფოს ერთ-ერთი განშტოება იყო კომაგენეს სამეფო[1].

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფენე ურარტუს სამეფოს ნაწილი იყო ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებში. მას შემდეგ რაც არგიშთი I-მა რეგიონი თავის სამეფოს შეუერთა ძვ. წ. VIII საუკუნის დასაწყისში, მისი მცხოვრებლების დიდი ნაწილი ახლად აშენებულ ქალაქ ერებუნში გადაასახლა.

შემდგომში, ძვ. წ. 600-იანი წლებიდან სოფენე ერვანდუნების სომხური სამეფოს პროვინცია გახდა.

ძვ. წ. 330-იან წლებში ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებისა და აქემენიანთა იმპერიის დაშლის შემდგომ, იგი სომხეთის ერთ-ერთი პირველი რეგიონი გახდა, რომელშიც საბერძნეთის გავლენა იგრძნობოდა, რის გამოც გავრცელებული იყო ბერძნული კულტურის ნიშნები. სოფენე დიდი სომხეთის შემადგენლობაშიც შედიოდა. ძვ. წ. III საუკუნეში სელევკიდების იმპერიამ ხელი შეუწყო სოფენეს დიდი სომხეთის იმპერიისგან გამოყოფას და ახალი სამეფოს ჩამოყალიბებას. სოფენეს სამეფოს ერვანდუნების დინასტია მართავდა[1].

სამეფოს დედაქალაქი არკატიატკერტი იყო, რომელიც მდინარე ტიგროსის ჩრდილოეთით მდებარეობდა, თუმცა მისი უდიდესი დასახლება არშამაშატი იყო, რომელიც სამეფოს სამხრეთით მდებარეობდა. არშამაშატი ძვ. წ. III საუკუნეში დაარსდა და ახ. წ. XIII საუკუნემდე არსებობდა[4]. სამეფოს სომხები მართავდნენ, თუმცა მოსახლეობა ეთნიკურად განსხვავებული იყო. ძირითადად აქ სომხური და სემიტური წარმოშობის ხალხი ცხოვრობდა[5].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამესის მონეტა ძვ. წ. 260 არშამ I-ის მონეტა ძვ. წ. 240 არშამ II-ის მონეტა ძვ. წ. 230 ქსერქსეს მონეტა ძვ. წ. 220
აბდისარესის მონეტა ძვ. წ. 210 ზარიადრესის მონეტა ძვ. წ. 190 არკატიუსის მონეტა ძვ. წ. 175 მორფილიგის მონეტა ძვ. წ. 150

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Toumanoff, Cyril(1963) Studies in Christian Caucasian History, Georgetown University Press
  2. Traditio, By Institute of Research and Study in Medieval Canon Law Summary(1943)Contributor Johannes Quasten, Stephan Kuttner, Fordham University Press
  3. 3.0 3.1 Bedoukian, Paul (1985). Coinage of the Armenia Kingdoms of Sophene and Commagene. Los Angeles: Armenian Numismatic Society, გვ. 30 pages. ISBN 0-9606842-3-9. 
  4. T. A. Sinclair, "Eastern Turkey, an Architectural and Archaeological survey, volume 3, pages 112, 196, 358.
  5. T. A. Sinclair, "Eastern Turkey, an Architectural and Archaeological survey, volume 3, pages 359.