სისხლიანი კვირა (1905)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
9 იანვრის დილა ნარვის კარიბჭესთან. გრავიურა

სისხლიანი კვირა, წითელი კვირა — პეტერბურგის მუშათა მშვიდობიანი აქციის დარბევა 1905 წლის 9 (22) იანვარს ზამთრის სასახლესთან. აქცია მოამზადა ლეგალურმა ორგანიზაციამ სანქტ-პეტერბურგის ფაბრიკა-ქარხნების რუს მუშათა კრებამ, რომელსაც სათავეში მღვდელი გიორგი გაპონი ედგა. მუშათა გამოსვლის მიზეზი გახდა მარცხით დასრულებული გაფიცვა, რომელიც 3 იანვარს დაიწყო პუტილოვის ქარხანაში და მოიცვა პეტერბურგის მთელი ფაბრიკა და ქარხნები.

9 იანვარს მუშები ზამთრის სასახლისკენ გაემართნენ. მეფის მთავრობამ 140 000 კაციანი მანიფესტაცია შეიარაღებული ძალით დაშალა. სისხლიანი კვირით დაიწყო რუსეთის პირველი რევოლუცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიდეო