სირიის მუჰაფაზები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სირიის მუჰაფაზები — ზედა დონის ადმინისტრაციული დანაყოფი სირიის არაბთა რესპუბლიკაში. სირია იყოფა 14 მუჰაფაზად (არაბ. مُحافظة). მათ შორის მუჰაფაზის სტატუსი გააჩნია დედაქალაქ დამასკოსაც. ოლქები იყოფა 65 მინტაკად (არაბ. منطقة), ხოლო მინტაკები თავის მხრივ იყოფა 206 ნაჰიად (არაბ. ناحية).

ალ-კუნეიტრის მუჰაფაზა 1973-1981 წლებში ოკუპირებული იყო ისრაელის მხრიდან. ამჟამად მუჰაფაზის ნაწილი დემილიტარიზებული ზონაა დ იმყოფება გაეროს მანდატის ქვეშ.

2007 წლიდან სირიაში მოითვლიან 83 დიდ ქალაქსა 6 432 დასახლებას (მცირე ქალაქსა და სოფელს).

მუჰაფაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული
სახელწოდება
არაბული
სახელწოდება
ცენტრი ფართი მოსახლეობა სიმჭიდროვე კმ2 სურათი რუკა
დამასკოს მუჰაფაზა مُحافظة دمشق დამასკო 118 1 754 000 14 864,41
დარის მუჰაფაზა مُحافظة درعا დარა 3 730 1 027 000 275,34
დაირ-ელ-ზავრის მუჰაფაზა مُحافظة دير الزور დაირ-ელ-ზავრი 33 060 1 239 000 37,48
ალეპოს მუჰაფაზა مُحافظة حلب ალეპო 18 498 4 868 000 263,16
ჰამის მუჰაფაზა مُحافظة حماه ჰამა 10 163 1 628 000 160,19
ელ-ჰასაქის მუჰაფაზა مُحافظة الحسكة ელ-ჰასაქა 23 334 1 512 000 64,80
ჰომსის მუჰაფაზა مُحافظة حمص ჰომსი 40 940 1 803 000 44,04
იდლიბის მუჰაფაზა مُحافظة ادلب იდლიბი 6 097 1 501 000 246,19
ელ-კუნეიტრის მუჰაფაზა مُحافظة قنيطرة ელ-კუნეიტრა 1 861 90 000 48,36
ლატაკიის მუჰაფაზა مُحافظة اللاذقية ლატაკია 2 297 1 008 000 438,83
რაკის მუჰაფაზა مُحافظة الرقة რაკა 19 618 944 000 48,12
რიფ-დიმაშკის მუჰაფაზა مُحافظة ريف دمشق დუმა 18 036 2 836 000 160
ელ-სუვაიდის მუჰაფაზა مُحافظة السويداء ელ-სუვაიდა 5 550 370 000 66,67
ტარტუსის მუჰაფაზა مُحافظة طرطوس ტარტუსი 1 896 797 000 420,36

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]