სიონი (შვეიცარია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სიონი.
ქალაქი
სიონი
ფრანგ. Sion
დროშა გერბი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
კანტონი ვალე
კოორდინატები 46°14′00″ ჩ. გ. 7°22′00″ ა. გ. / 46.23333° ჩ. გ. 7.36667° ა. გ. / 46.23333; 7.36667
მმართველი Philippe Varone
ფართობი 25,62 კმ²
ცენტრის სიმაღლე 500
ოფიციალური ენა ფრანგული ენა
მოსახლეობა 30 363 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1 186 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 027
საფოსტო ინდექსი 1950
საავტომობილო კოდი VS
ოფიციალური საიტი sion.ch
სიონი (შვეიცარია) — შვეიცარია
სიონი (შვეიცარია)

სიონი (ფრანგ. Sion, გერმ. Sitten, ლათ. Sedunum) — ქალაქი შვეიცარიაში, ვალეს კანტონის დედაქალაქი. გაშენებულია მდინარე რონის ნაპირებზე. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 30 363 ადამიანს შეადგენს.

ქალაქის ღირსშესანიშნაობებს შორისაა ვალერის ბაზილიკა და ტურბილონის ციხესიმაგრე. სიონს გააჩნია აეროპორტი, რომელიც როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო მიზნებისთვის გამოიყენება, ფუნქციონირებს სამაშველო ბაზა. ჰყავს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი სიონი, რომელიც ამჟამად შვეიცარიის სუპერ-ლიგაში ასპარეზობს.

ამ ტერიტორიაზე წარსულში კელტების მსხვილი დასახლება სედუნუმი არსებობდა. დამოუკიდებელი ქალაქი V საუკუნეში გახდა, როდესაც აქ ეპარქიის ცენტრი ამოქმედდა. 1475 წელს, სავოიის ომის დროს ქალაქი დაინგრა. ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა 1788 წლის მასშტაბური ხანძრის შედეგად.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Conseil des Communes et Regions d'Europe დაარქივებული 2012-07-30 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links (ფრანგული) accessed 27 April 2011