სინოდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სინოდი — უმაღლეს სასულიერო პირთა კრება მართლმადიდებლურ და პროტესტანტულ ეკლესიებში. სინოდი იყო ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანო რუსეთის იმპერიაში 1721 წლიდან 1917 წლამდე. რუსეთში სინოდი შეიქმნა გაუქმებული საპატრიარქოს ნაცვლად და განაგებდა მთელ საკლესიო ცხოვრებას. სინოდის წევრებს ნიშნავდა რუსეთის იმპერატორი, ხოლო მის საქმიანობას აკონტროლებდა ობერ-პროკურორი. 1917 წელს დაარსდა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი. 1960-იან წლებში ეპისკოპოსთა სინოდი შეიქმნა კათოლიკურ ეკლესიაში. სინოდი მოქმედებს კოპტურ, სომხურ, ქალდეველთა და სხვა ეკლესიებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]