სიმენსი (ერთეული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიმენსი (აღნიშვნა: სიმ, S) — ელექტრული გამტარობის საზომი (წარმოებული) ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. 1 სიმენსი ტოლია ისეთი გამტარის ელექტრული გამტარობისა, რომლის წინაღობა 1 ომია. სახელი ეწოდა ერნსტ სიმენსის პატივსაცემად. XIX საუკუნეში სიმენსის სახელით იყო ცნობილი ახლა ხმარებიდან გამოსული ელექტრული წინაღობის ერთეული, რომელიც ტოლია 1 მ სიგრძისა და 1 მმ² განივკვეთის ფართობის მქონე ვერცხლისწყლის სვეტის წინაღობისა 0 °C-ზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]