სივალიკის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სივალიკის მთები
სივალიკის მთები
სივალიკის მთები
კოორდინატები: 27°46′ ჩ. გ. 82°24′ ა. გ. / 27.767° ჩ. გ. 82.400° ა. გ. / 27.767; 82.400
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
ნეპალის დროშა ნეპალი
უმაღლესი წერტილი ჩაური
სიმაღლე 3647 
სიგრძე 1700 კმ
სიგანე 50 კმ
სივალიკის მთები — ინდოეთი
სივალიკის მთები

სივალიკი, ჩურიის მთები, ჰიმალაისწინეთი (ჰინ. शिवालिक) — ჰიმალაის მთისწინეთის სამხრეთი კიდე ინდოეთსა და ნეპალში. გაწოლილია პირ-პანჯალისა და მაჰაბჰარატის ქედებს შორის. მკვეთრად არის ამაღლებული ინდ-განგის ვაკეზე. წარმოადგენს პარალელური ქედებისა და სერების მთაგრეხილს. სივალიკს მიაკუთვნებენ აგრეთვე ჰიმალაის გეოლოგიურად მსგავს მთისწინეთს ასამაში. გადაჭიმულია დაახლოებით 1700 კმ-ზე, სიგანე 8–50 კმ. აბსოლუტური სიმაღლე 3647 მ (მთა ჩაური). აგებულია დისლოცირებული მოლასებით, ჰიმალაისგან გამოყოფილია რღვევის ხაზით. კალთები ღრმად არის დასერილი. სამხრეთ კალთის დასავლეთ ნაწილში იცის სელური ღვარები, ხოლო სამხრეთი კალთის აღმოსავლეთ ძირში დაჭაობებული ჯუნგლებია ანუ ტერაი. კალთები შემოსილია ტროპიკული ფოთოლმცვივანი ტყით. გაშენებულია ჩაის პლანტაციები. სივალიკის მთების ფარგლებშია ჯიმ კორბეტის ეროვნული პარკი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]