სვერდრუპის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნასას თანამგზავრიდან გადაღებული სვერდრუპის ფოტო

სვერდრუპის კუნძულები (ინგლ. Sverdrup Islands) — კუნძულები კანადის არქტიკული არქიპელაგის ჩრდილოეთ ნაწილში, დედოფალ ელისაბედის კუნძულთა ჯგუფში. დიდი კუნძულებია აქსელ-ჰეიბერგი, ამუნდ-რინგსენი, ელეფ რინგსენი. ფართობი დაახლოებით 75 ათ. კმ². კუნძულ ელეფ-რინგსენზე არის მეტეოსადგური. სახელი ეწოდა პოლარეთის ნორვეგიელი მკვლევრის ო.სვერდრუპის პატივსაცემად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]